Saturday, November 10, 2012

პროექტის თემა:„ სხვადასხვა ბანკში ვადიანი ანაბრის პირობები"

     პროექტის მნიშვნელობა აქტუალობა:
  •   მოსწავლეთა გარკვევა ბანკში ანაბარზე სარგებლის დარიცხვის ზოგიერთ წესში.
  •   სარგებლის დარიცხვის სხვადასხვა წესს შორის არჩევანის გაკეთებისას სწორი ანალიზის უნარის გამომუშავება.
  •   სხვადასხვა ბანკის მიერ შემოთავაზებული წინადადებების შედარებითი ანალიზის უნარ-ჩვევების გამომუშავება. 
    მიზნები და შედეგები:

       მოსწავლეები გაერკვევიან მარტივი და რთული პროცენტის დარიცხვის წესებში.
გამოუმუშავდებათ დარიცხვის სხვადასხვა წესებს შორის არჩევანის გაკეთებისას სწორი ანალიზის უნარი.აგრეთვე გამოუმუშავდებათ შემოთავაზებული წინადადებების შედარებითი ანალიზის უნარ-ჩვევები.

       მათ.XI.12. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო მონაცემების მოპოვება.
     მათ.XI.13. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით და მათი ინტერპრეტაცია.
     მათ.XI.15. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და დასკვნების ჩამოყალიბება
.
     შეფასების საგანი და პროცედურები:

იხილეთ რუბრიკა.

      წინასწარი ცოდნა:

       მოსწავლეს უნდა შეეძლოს რიცხვის პროცენტის გამოთვლა.მოსწავლეს უნდა შეეძლოს ფუნქციის ზრდადობა-კლებადობის შემოწმება. უნდა იცოდეს კომპიუტერთან მუშაობა.

      სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:

 სახელმძღვანელო, პროექტორი, კომპიუტერი www.google.com.

      სასწავლო პროექტის მსვლელობა:

    მოსწავლეები თავად გაინაწილებენ როლებს. დაიყოფიან ჯგუფებად,ზოგი ინტერნეტში მოიძევს საჭირო ინფორმაციას, ზოგი კი სხვადასხვა ბანკში /საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი,ვითიბი ბანკი,ბანკი რესპუბლიკა, ტაოპრივატ ბანკი და სხვა./ ოპერატორებს გაესაუბრებიან.
      გარკვეული დროის შემდეგ მოსწავლეები შეაგროვებენ მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციებს, იმსჯელებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, თუ რომელი ბანკის შემოთავაზებაა მათთვის ხელსაყრელი.
   

No comments:

Post a Comment