- მოსწავლეთა გარკვევა ბანკში ანაბარზე სარგებლის დარიცხვის ზოგიერთ წესში.
- სარგებლის დარიცხვის სხვადასხვა წესს შორის არჩევანის გაკეთებისას სწორი ანალიზის უნარის გამომუშავება.
- სხვადასხვა ბანკის მიერ შემოთავაზებული წინადადებების შედარებითი ანალიზის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
მოსწავლეები გაერკვევიან მარტივი და რთული პროცენტის დარიცხვის წესებში.
გამოუმუშავდებათ დარიცხვის სხვადასხვა წესებს შორის არჩევანის გაკეთებისას სწორი ანალიზის უნარი.აგრეთვე გამოუმუშავდებათ შემოთავაზებული წინადადებების შედარებითი ანალიზის უნარ-ჩვევები.
მათ.XI.12. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო მონაცემების მოპოვება.
მათ.XI.13. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით და მათი ინტერპრეტაცია.
მათ.XI.15. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და დასკვნების ჩამოყალიბება
.
შეფასების საგანი და პროცედურები:
იხილეთ რუბრიკა.
წინასწარი ცოდნა:
მოსწავლეს უნდა შეეძლოს რიცხვის პროცენტის გამოთვლა.მოსწავლეს უნდა შეეძლოს ფუნქციის ზრდადობა-კლებადობის შემოწმება. უნდა იცოდეს კომპიუტერთან მუშაობა.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:
სახელმძღვანელო, პროექტორი, კომპიუტერი www.google.com.
სასწავლო პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეები თავად გაინაწილებენ როლებს. დაიყოფიან ჯგუფებად,ზოგი ინტერნეტში მოიძევს საჭირო ინფორმაციას, ზოგი კი სხვადასხვა ბანკში /საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი,ვითიბი ბანკი,ბანკი რესპუბლიკა, ტაოპრივატ ბანკი და სხვა./ ოპერატორებს გაესაუბრებიან.
გარკვეული დროის შემდეგ მოსწავლეები შეაგროვებენ მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციებს, იმსჯელებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, თუ რომელი ბანკის შემოთავაზებაა მათთვის ხელსაყრელი.